დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი და თბილი დღესასწაული ბარდნალის საჯარო სკოლაში 
04-03-2026

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში დედის დღე ღონისძიებით აღინიშნა. 

„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო !“ - ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად პირველკლასელთა ღონისძიებას, რომელმაც დედებსა და მასწავლებლებს ლამაზი და თბილი დღესასწაული აჩუქა. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მასწავლებელმა - მანანა ომანაძემ, მუსიკალურად კი გააფორმა მზევინარ მეშველიანმა

„დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი და თბილი დღესასწაული მოგვიწყვეს დღეს მშობლებსა და მასწავლებლებს ქალბატონმა მანანა ომანაძემ და მისმა პირველკლასელებმა, რითაც ძალიან გაგვახარეს.

მუსიკის მასწავლებელ ქალბატონი მზევინარ მეშველიანის ხელშეწყობით მათ ასევე მშვენიერი მუსიკალური ნომრებიც წარმოგვიდგინეს“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგთა შემოქმედებითობა

სკოლის დირექტორმა - მთვარისა ახვლედიანმა დედის დღე მიულოცა მოსწავლეთა მშობლებსა და კოლეგებს, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა პედაგოგებს. ყველა პირველკლასელი კი სიგელებით დააჯილდოვა.

„ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა ყველა ქალბატონს, უპირველესად კი, დედებს, გილოცავთ დედის დღესა და გაზაფხულის დღესასწაულებს!

დედაღვთისა გფარავდეთ და დედის ლოცვა გიძღოდეთ ცხოვრების გზაზე ყოველ თქვენგანს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203