
სიმონ არველაძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება მოეწყო.
არსებობს ძალა, რომელსაც დრო და მანძილი ვერაფერს აკლებს - ეს დედის სიყვარული და ის ნაცნობი ჰანგია, რომელსაც ადამიანი ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება დაატარებს. მასწავლებლების - სალომე გიორგაძის, ლამო გაბუნიას, ხათუნა მერკვილიშვილისა და ნინო როხვაძის ორგანიზებით, მე-4, მე-5 და მე-6 კლასელები ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრს ესტუმრნენ, რათა გამხდარიყვნენ ამ უდიდესი ძალის მომსწრენი.
სპექტაკლმა „იავნანამ რა ჰქმნა?!“ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ დედის ხმასა და სამშობლოს სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია.
მადლობა მესხიშვილის თეატრს ამ ემოციური მოგზაურობისთვის. ჩვენი მოსწავლეებისთვის ეს იყო გაკვეთილი არა მხოლოდ ლიტერატურაზე, არამედ იმ უხილავ კავშირებზე, რაც ჩვენს იდენტობას ქმნის.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო1,