
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეტად საინტერესო ინგლისურენოვან პრეზენტაციაზე იმუშავეს.
XI კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პრეზენტაცია თემაზე - „English–Georgian Proverbs”.
პროექტის მიზანი იყო ინგლისური და ქართული ანდაზების შედარება, მათი მნიშვნელობის გააზრება და კულტურულ კონტექსტში განხილვა. მოსწავლეებმა მოიძიეს ინგლისური ანდაზები, დაუკავშირეს მათ ქართული ანალოგები და იმსჯელეს მათ აქტუალობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებაზე.
სამუშაო პროცესი მოიცავდა კვლევას, ტექსტის დამუშავებას, ვიზუალური მასალის შექმნასა და აუდიტორიის წინაშე წარდგენას. პრეზენტაცია გამოირჩეოდა ორგანიზებულობით, შემოქმედებითი გაფორმებითა და აქტიური ჩართულობით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ენობრივი კომპეტენციის განვითარებას, კრიტიკული აზროვნების გაღრმავებასა და კულტურათაშორისი პარალელების დანახვას.
„ვულოცავთ XI კლასის მოსწავლეებს წარმატებულ ნამუშევარს და ვუსურვებთ მომავალშიც ასეთივე საინტერესო და ნაყოფიერ საქმიანობას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: