
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ქეთი მოსულიშვილის ხელმძღვანელობით, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში, თეატრს სტუმრობდნენ.
მოსწავლეები სპექტაკლს - „მძინარე მზეთუნახავი“ დაესწრნენ. პატარა მაყურებელმა სცენაზე გაცოცხლებული ზღაპრული ისტორია დიდი ინტერესით ნახა. ფერადოვანი კოსტიუმები, მუსიკალური გაფორმება და მსახიობთა ოსტატური შესრულება ბავშვებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
მსგავსი გასვლითი ღონისძიებები თეატრალური ხელოვნებისადმი მოსწავლეთა ინტერესის ამაღლებასა და მათი თვალსაწიერის ამაღლებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: