გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველ კლასში მათემატიკის სახალისო გაკვეთილები გრძელდება
04-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო  სკოლაში პირველკლასელებს მათემატიკაში სახალისო და ინტერაქტიული გაკვეთილები უტარდებათ. 

სასწავლო პროცესი თამაშისა და პრაქტიკული აქტივობების ფორმატში იგეგმება, რაც მოსწავლეებისთვის ახალ მასალას ამარტივებს და უფრო საინტერესოს ხდის.

ამჯერად, საგაკვეთილო თემა იყო - „ზრდადობა და კლებადობა“.

პატარებმა სხვადასხვა ვიზუალური რესურსის დახმარებით ისწავლეს რიცხვების ზრდადო და კლებადი თანამიმდევრობით დალაგება.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ლოგიკური აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების განვითარებაში ეხმარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203