„ფაქტი გავიგეთ თუ არა 112-ში დავრეკეთ“- სკრის საჯარო სკოლა გაქურდეს 
03-03-2026

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლაში ქურდობა მოხდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებიდან ორი კომპიუტერია წაღებული.

მომხდართან დაკავშირებით, etaloni.ge სკოლის დირექტორს, ლანა ფერაძეს დაუკავშირდა. დირექტორი ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობს. მისი თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

„ბოდიშს გიხდით, ახლა მივდივარ გამოკითხვაზე, დეტალები არ ვიცი, მიმართეთ სპეციალურ სამსახურს. ფაქტი გავიგეთ თუ არა, 112-ში დავრეკეთ“, - აღნიშნა დირექტორმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203