კიზილქილისის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის დღე ტრადიციული ღონისძიებით აღინიშნა 
02-03-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, მშობლიური ენის დღე აღინიშნა. 

ღონისძიება სახელწოდებით -  „მაშტოცის სუნთქვით შობილი ენა - დედაენა“, მე-8 კლასის მოსწავლეებმა სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის -ვარსიკ ღულიკიან ვოსკანიანის ხელმძღვანელობით, მოამზადეს.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მშობლიური ენის სილამაზე და სიმდიდრე ლექსების კითხვით, სიმღერით, საინტერესო გამოსვლებითა და სასცენო როლებით, რომელიც დასრულდა ჯგუფური სიმღერით - „საქართველო“.

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203