
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრამ ჩაატარა მათემატიკური სასწავლო პროექტი - „მომავლის ბიზნესმენები“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VII-XI კლასის მოსწავლეები. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაებნენ ამ ღონისძიებაში. წარმოადგინეს საკუთარი ბიზნეს იდეები და მათი განხორციელების გენიალური გეგმები, რომელიც იყო ამ მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების ზეიმი.
თითოეულმა მოსწავლემ იხელმძღვანელა ჰეფრი ფოქსის წიგნით - „როგორ ვაკეთოთ დიდი ფული პატარა ბიზნესში“. ამასთანავე, მათი მიზანი იყო გადაეწყვიტათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ხელს შეუწყობდა მათი სოფლის განვითარებას.
გამარჯვებული ბიზნესგეგმის ავტორები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა საჩუქრებითა და წიგნებით. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.