„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს პოზიტიური და მხარდამჭერი სასკოლო გარემო“- თინათინ ბლიაძე, სკოლა „ცოდნას“ მასწავლებელი
02-03-2026

თინათინ ბლიაძე სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებისთვის პოზიტიურ და მხარდამჭერ საკლასო გარემოს უზრუნველყოფს და მომავალ თაობას თავისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობასაც ასწავლის. 

მისი თქმით, სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც მოსწავლეს ეძლევა არჩევანისა და დამოუკიდებელი აზრის გამოხატვის საშუალება. ამ მიდგომებით კი საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული და მაღალი მოქალაქობრივი თვითშეგნების ახალგაზრობის ფორმირებაში. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი თინათინ ბლიაძე პასუხობს.

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- ვუხსნი, რომ თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

პოზიტიური და მხარდამჭერი სასკოლო გარემო.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლობის განცდას.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- სკოლას აქცევს არა მხოლოდ სწავლის, არამედ ურთიერთობების სივრცედ. ასევე ხელს უწყობს პოზიტიურ მოგონებებს, რომლებიც მომავალშიც რჩება.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- მოსწავლეს ეძლევა არჩევანისა და დამოუკიდებელი აზრის გამოხატვის საშუალება.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....

პასუხისმგებლობა-საკუთარი ქმედებების შედეგების გაცნობიერება.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ბავშვობიდან მიღებულმა შთაბეჭდილებებმა და ინტერესებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203