
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.
25 თებერვალს, სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ხელმძღვანელობით ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენებზე ისაუბრეს. ოკუპაციის მძიმე შედეგები აღნიშნეს, გამოვიდნენ სიტყვით, წაიკითხეს ლექსები, ნახეს ვიდეო და ფოტომასალა. დასასრულს კი პატივი მიაგეს სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირთა ხსოვნას.
შეგახსენებთ რომ, 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა.
იხილეთ ფოტოები: