
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. მათ შორის წარმატებით მიმდინარეობს პროექტებით სწავლება.
26 თებერვალს ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია ბიოლოგიაში, რომლის თემა გახლდათ „გენური თერაპია-ალცჰაიმერისა და პარკისონის დაავადების განკურნების შანსი“.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნინო მიგინეიშვილი ხელმძღვანელობდა.
პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობდა XI კლასის ყველა მოსწავლე. მოსწავლეებმა ისაუბრეს გენური ინჟინერიის და გენური თერაპიის როლზე ალცჰამეიერისა და პარკისონის დაავადებების განკურნებაში. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები. ცნობადობის ამაღლების მიზნით მოამზადეს პოსტერები, კინოფილმები და ინტერვიუები აღნიშნულ საკითხზე პრეზენტაციას ესწრებოდა სასკოლო საზოგადოება და სკოლის ექიმი.
დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტი. მათ ისაუბრეს პროექტის ძლიერ და გასაუმჯობესებელ მხარეებზე. აღნიშნეს პროექტის სარგებელზე საზოგადოებისათვის ცნობიერების ამაღლების მიზნით.
იხილეთ ფოტოები: