მუხურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შაშში, მუნიციპალურ, პირად-გუნდურ პირველობაზე I ადგილი დაიკავეს
02-03-2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას აღნიშნავენ. 

მუხურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა შაშში, მუნიციპალურ პირველობაზე I ადგილი დაიკავა. 

27 თებერვალს ჩატარდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის პირად -გუნდური პირველობა შაშში საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ტყიბულის N1, N2, N4, N5, N6 ,N7 და სოფელ საწირის, მუხურის N1, N2 საჯარო სკოლის გუნდები.

შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით გაიმართა.

I ადგილი  მუხურის N2 საჯარო სკოლას ერგო გუნდური შემადგენლობით - ნიკოლოზ ბუცხრიკიძე, ილია ბუცხრიკიძე და მარიამ ბოჭორიშვილი.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ თასითა და დიპლომით, ხოლო საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრები სათანადო ხარისხის მედალით და სიგელით.

მოსწავლეთა სპორტის პედაგოგი მალხაზი ფორჩხიძე გახლავთ. 

სასკოლო საზოგადოება ულოცავს მასწავლებელს და მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203