
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი წარმატება კი საამაყო.
ამჟამად, სკოლაში ვაჟთა გუნდის წარმატებას აღნიშნავენ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ პირველობაზე, 3X3 კალათბურთში (1/4 ფ) მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს.
ხობის „ჭალადიდისა“ და ჩხოროწყუს „ჭოღას“ დაპირისპირება, ალადიდელების დამაჯერებელი გამარჯვებით - 21 - 6 - დასრულდა.
სკოლაში ულოცავენ მოსწავლეებს წარმატებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: