მშვიდობაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს სითბო და სიყვარული საკუთარი შემოქმედებით გაუზიარეს 
02-03-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით, თემატური ღონისძიება გაიმართა. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს მისალოცი ბარათები და დედებს სითბო და სიყვარული გაუზიარეს. 

ყველაზე ძვირფას ადამიანებს, სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად, ვარდიც მიართვეს.

ღონისძიებამ სკოლაში თბილი და ემოციური გარემო შექმნა. ეს დღე დამუციწყარ მოგონებად იქცა, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი ოჯახებისთვის.

აქტივობამ კი ხელი შეუწყო მოსწავლეებში ოჯახური ღირებულებების, პატივისცემისა და ემპათიის გაძლიერებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203