„105 წელი ოკუპაციიდან“ - ჩოლურის საჯარო სკოლაში 1921 წლის თებერვლის მოვლენები ღონისძიებით გაიხსენეს
02-03-2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

25 თებერვალს სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „105 წელი ოკუპაციიდან“.

მაღალი კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს 1921 წლის თებერვლის მოვლენები. ოკუპაციის მძიმე შედეგები აღნიშნეს, გაიხსენეს გმირები, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ პედაგოგი ინგა ონიანი.

შეგახსენებთ რომ, 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა.1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203