
ხვალ 3 მარტია, გაზაფხულის პირველი და ყველაზე ლამაზი დღესასწაული - დედის დღე.
ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში დღესასწაულს კვირეული მიეძღვნა. კვირეულის ფარგლებში არაერთი აქტივობა გაიმართა.
შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს და დედებისთვის ლამაზი ხელნაკეთი ნივთები შექმნეს 1-ელია და 1-ელიბ კლასების მოსწავლეებმა.
მოსწავლეებმა დედებისთვის თიხის ნივთები დაამზადეს, სავსე სიყვარულით და მადლიერებით.
ბავშვებმა პროცესის განმავლობაში ძალიან იხალისეს. 1-ელა კლასში პროცესს უძღვებოდნენ მადონა კოხოძე და ეხმარებოდა რიტა გოგოხია. 1-ელბ კლასში კი სასწავლო პროცესს უძღვებოდა ნანა ხარჩილავა.
„ეს პატარა საჩუქრები ხელს უწყობს ბავშვებში ხელოვნების განვითარებას და დედისადმი სიყვარულის გამოხატვას“,- აღნიშნავენ სკოლაში და საგნებთან ერთად, მოსწავლეებს სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას ასწავლიან.