ზემოხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ძვირფასი საჩუქარი დედებს 
02-03-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლის მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას მოსწავლეებსაც ასწავლიან. 

გრძნობებისა და ემოციების გამოსახატავად კი საუკეთესო დრო - გაზაფხულის პირველი და ყველაზე ლამაზი დღესასწაული - დედის დღეა. 

ზემოხეთის საჯარო სკოლაში დღესასწაულის აღსანიშნავად არაერთი შემოქმედებითი აქტივობა ჩატარდა. 

მოსწავლეები არაერთ შემოქმედებით აქტივობებში ჩაერთნენ და ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის ლამაზი მისალოცი ბარათები დაამზადეს. 

„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო - ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში“... დედა შეუცვლელი ფენომენია ამ სამყაროში... ისე გეცხოვროთ, ბავშვებო, რომ დედის თვალებზე მხოლოდ სიხარულის ცრემლებს ეკამკამოს და იები ისევ ბღუჯეულად ამოსულიყოს ჩვენს ეზოებში“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობების ამსახველ ლამაზ ვიდეროგოლს გვიზიარბენ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203