
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში დედის დღის აღსანიშნავად და გაზაფხულის შემობრძანებასთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორის ინიციატივით, განსაკუთრებულად საზეიმო გარემო შეიქმნა.
სკოლის დირექტორმა ალექსანდრე კერესელიძემ ვაჟ მოსწავლეებთან ერთად გაზაფხულის პირველი დღესასწაული პედაგოგებს მიულოცა.
დირექტორმა, მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგებს ტრადიციულად ტიტები მიართვა.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა სკოლაში თბილი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს გაძლიერებას, ასევე დედებისა და მასწავლებლების როლის წარმოჩენას ახალგაზრდების აღზრდის პროცესში.
„ქუთაისის N38 საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას და დედის დღეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ლამაზ ვიდეორგოლს გვიზიარებენ.
იხილეთ ვიდეო: