საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სპორტული კვირეული​ს ფარგლებში საფრენბურთო შეჯიბრება გაიმართა 
02-03-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სკოლაში, არაერთი ღონისძიება იმართება, რომელიც მოსწავლეთა სპორტულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდას ემსახურება. 

აღსანიშნავია, სპორტული კვირეული, რომლის ფარგლებში, ფრენბურთის მორიგი შეჯიბრება გაიმართა. ამჯერად ერთმანეთს შეხვდნენ მე-8ბ და მე-9, მე-8 ბ და მე-11 ა კლასის მოსწავლეები (პედაგოგები დავით უნგიაძე და ნინო ცომაია).

მოსწავლეებმა დიდი შემართებით იასპარეზეს და შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203