უჩმანის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს კვირეული მიეძღვნა
02-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს საგანმანათლებლო დღეებით გამოეხმაურნენ. 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში კვირეული გაიმართა, რომელსაც ქართული ენის მასწავლებელი მარიამ ჯვარიძე და​ ისტორიის მასწავლებელი ჰასმიკ დუმოიანი ხელმძღვანელობდნენ. 

კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა. კვირეულში მონაწილეობენ მაღალი კლასების მოსწავლეები, რომელთაც 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენებზე ისაუბრეს. ოკუპაციის მძიმე შედეგები აღნიშნეს, გაიხსენეს გმირები, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს.

შეგახსენებთ რომ, 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა.1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203