ყაურმის საჯარო სკოლაში სომეხი მწერლისა და პოეტის - ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 157 წლისთავი ღონისძიებით აღინიშნა
02-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.  

სულ ახლახან, მე-8 კლასის მოსწავლეებმა მშობლიურ ენაზე (სომხური ენა) გამართეს ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დიდი სომეხი მწერლისა და მეზღაპრის - ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 157 წლისთავს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე და მისი შემოქმედება გააცოცხლეს. 

მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით გაითამაშეს მწერლის ზღაპრებიდან  ნაწყვეტები, თუმანიანის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და ასე გაალამაზეს დღე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, ადმინისტრაცია და მოსწავლეები.

ღონისძიებას პრგანიზება გაუწია სომხური ენის პედაგოგმა ზარუჰი ბდოიანმა

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203