„20 მარტიდან ჩვენი გვერდი აკონტროლეთ“ - NAEC ეროვნულებზე რეგისტრაციის შესახებ
02-03-2026

მარტის დადგომასთან ერთად, აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის გამოცხადებას ელიან - ტრადიციულად, ეს პროცესი გაზაფხულის პირველი თვის პირველივე კვირაში იწყება ხოლმე, თუმცა ამჯერად მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

დეტალების დასაზუსტებლად etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, რომ 15 მარტისთვის დეტალები უკვე ცნობილი იქნება:

„15 მარტისთვის გარკვეული იქნება ყველაფერი და დაგვიკავშირდით... თუ არადა, 20 მარტიდან ჩვენი გვერდი აკონტროლეთ“.

სავარაუდოდ, რეგისტრაციების გადავადება დაკავშირებულია უმაღლესი განათლების რეფორმის თანმდევ ცვლილებებთან, რომელიც სახელმწიფო სასწავლებლებში პროგრამების გადანაწილებასა და კვოტორებებს ეხება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203