
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ზურაბ სიხარულიძე და ირაკლი პაპავა. მათ 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენებზე ისაუბრეს. ოკუპაციის მძიმე შედეგები აღნიშნეს, გაიხსენეს გმირები, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს და მოსწავლეებთან ერთად, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
შეგახსენებთ რომ, 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა.1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა.
იხილეთ ფოტოები: