
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან. ახალგაზრდების საგანმანათლებლო იდეები კი დირექციისა და პედაგოგთა მხრიდან წახალისებული და მხარდაჭერილია.
ახლახან, სკოლაში, თვითმმართველობის თავმჯდომარის - მარიამ ლაჩაშვილის თაოსნობით ჩატარდა ინტელექტუალური ვიქტორინა.
ვიქტორინა საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინეს.