შეხვედრა დირექტორებისთვის, დამრიგებლებისათვის, საგნის მასწავლებლებისა და სპეციალისტებისთვის გაიმართება - დეტალური ინფორმაცია
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ინიციატივით 2026 წლის 02 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება ონლაინ ვებინარი თემაზე - „საზოგადოებიდან საკლასო ოთახამდე” - ვიზრუნოთ სმენაზე აქ და ახლავე“.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ფარული სმენის დაქვეითებით გამოწვეული სირთულეები და მისი შედეგები. კერძოდ:
- ფარული სმენის დაქვეითება ბავშვებში, ამოცნობისა და დახმარების გზები
- სმენის დაქვეითების გავრცელების სტატისტიკა
- სმენის დაქვეითების ადრეული აღმოჩენა და ჩარევის სარგებელი
- სმენის უსაფრთხოება - როგორ დავიცვათ სმენა
- მასწავლებლისა და მშობლის როლი სმენის დაქვეითების აღმოჩენაში, სმენის ავტოსკრინიგ კითხვარი სკოლებისთვის
საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია სკოლის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, დირექტორებისთვის, დამრიგებლებისათვის, საგნის მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის, ასევე მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისა და თემით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.