
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
მე-2ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ქეთი მოსულიშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ
მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამოფენა „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“.
გამოფენაზე წარმოდგენილია კავკასიაში უნიკალური და უმდიდრესი გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციები, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი და უკვე გადაშენებული სახეობები.
მოსწავლეებისთვის ნანახი მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, კავკასიის ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან.
იხილეთ ფოტოები: