
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროექტებსა და ღონისძიებებში.
ახლახან, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა მეტად მნიშვნელოვანი პროექტი - „გააცოცხლე შენი სოფლის ისტორია“, რომლის ხელმძღვანელი დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი - გვანცა ჭაბუკიანი გახლავთ.
პროექტს აქტიურად შეუერთდა მახაშის საჯარო სკოლა.
პრეზენტაცია ბრწყინვალედ წარადგინეს სკოლის მე-9 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ყოჩაღმა დებმა - ანა და ელენე მუშკუდიანებმა.
პრეზენტაციის დამუშავებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ამავე სკოლის რუსული ენის პედაგოგს, საუკეთესო, ნიჭიერ, შრომისმოყვარე, უდიდესი პასუხისმგებლობით გამორჩეულ დამრიგებელს - ჩიტო მუშკუდიანს.
მახაშის საჯარო სკოლა უდიდეს მადლობას უხდის პროექტში მონაწილე კურატორ პედაგოგსა და მოსწავლეებს ამ წარმატების მოპოვებით განცდილი უსაზღვრო სიხარულისათვის.
„უდიდესი მადლობა ჟიურის წევრებს: ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი სილაგაძეს; ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ ნატო ზაქარიაძეს; ცაგერის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსს, ბატონ გოგი კვირიკაშვილს; ცაგერის რაიონის მკვიდრს შესანიშნავ, ნიჭიერ, ახალგაზრდა პოეტს გიორგი ჩახულიანს ობიექტური შეფასებისათვის.
უფალმა გიმრავლოთ მადლიერი, კმაყოფილი კონკურსანტები.
მრავალი წარმატება ჩვენს სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: