პირველკლასელთა ასაკობრივი შეზღუდვის საკითხს სახალხო დამცველი შეისწავლის
27-02-2026

სახალხო დამცველი შეისწავლის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებას, რომლის საფუძველზეც, 2026 წლის 4 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე სასწავლო წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს, - ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2026 წლის 27 თებერვალს სახალხო დამცველი იმ მშობელთა ნაწილს შეხვდა, რომელთა შვილებს 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

სახალხო დამცველი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილავს კანონში ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების პროცესში რამდენად იყო დაცული ბავშვის საუკეთესო ინტერესი და რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ცვლილებებს ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203