„ვერის უბნის მელოდიები“ - ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
27-02-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

მე-6 კლასში მუსიკის პედაგოგმა, მაია რიჟამაძემ ჩაატარა პროექტი თემაზე - „ვერის უბნის მელოდიები“.

მოსწავლეებმა უყურეს ქართულ მიუზიკლს - „ვერის უბნის მელოდიები“, მოიძიეს მუსიკის ავტორის - გიორგი (გოგი) ცაბაძის ბიოგრაფია და გაეცნენ მის შემოქმედებას. ისაუბრეს მთავარი როლების შემსრულებლებზე, გამოჩენილ მსახიობებზე - სოფიკო ჭიაურელზე, ვახტანგ კიკაბიძეზე, მთავარი გმირის ვარდოს პარტიის შემსრულებელზე - ნანი ბრეგვაძეზე.

მოსწავლეებმა იმსჯელეს და დაადგინეს ორი ნიშანი, რომლებიც განსაზღვრავს ნაწარმოების ჟანრს, გაარკვიეს მოცემული ნომერი საგუნდოა თუ საანსამბლო.

გოგონების დუეტის მოსმენის შემდეგ, იმსჯელეს  ბავშვების ხმის რეგისტრსა და ტემბრზე. გაიხსენეს ბავშვთა სასიმღერო ხმები. რომელი გოგონა მღერის დისკანტს და რომელი - ალტს.

მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა შეედარებინათ დუეტი მიუზიკლიდან - „გენიოსები“ და ტრიო მოცარტის ოპერიდან -„ჯადოსნური ფლეიტა“. 

ამის შემდეგ ბავშვებმა იმსჯელეს ორი ჟანრის მსგავსებასა და განსხვავებაზე. გოგონებმა მოუსმინეს გოგონების დიალოგს მიუზიკლიდან და გაინაწილეს თამროს და მაროს პარტიები.

გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა შეძლეს მუსიკის მოსმენისა და შინაარსის წვდომის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

„ამით უვითარდებათ კვლევის, მოძიების, წარმოსახვის, თვითშემოქმედების უნარი“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203