
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულებისთვის ემზადებიან.
მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლის - ნანა განელიას ხელმძღვანელობით, სკოლის კედლები მორთეს და სკოლაში საოცარი საგაზაფხულო განწყობა დაატიალეს.
სკოლაში ახარებთ ხელოვნების პედაგოგის პედაგოგის საინტერესო ინიციატივები და მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
„ჩვენი მუდამ, ჩუმად მოფუსფუსე, ხელოვნების მასწავლებელი“,- აღნიშნავენ სკოლაში და საგაზაფხულოდ მოკაზმული სკოლის ფოტოებს გვიზიარებენ.
აღსანიშნავია, რომ ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითიბა წახალისებულია, ბავშვების ნიჭისა და უნარების გასავითარებლად კი არაერთი ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები: