საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა იუნკრეთა ხსოვნას პატივი მიაგეს
27-02-2026

კოჯორში, გმირთა მემორიალთან, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მოყვარულთა კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ იუნკრების ხსოვნას.

სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ - სამშობლოსათვის თავგანწირული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა.

საქართველოს ისტორიის პედაგოგებმა: იოსებ აფაქიძემ ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და პირველი დემოკრატული რესპუბლიკის ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიცია და გაიხსენეს საქართველოსათვის ყველაზე უმძიმესი დღეები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203