პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2 მარტიდან გაუქმდება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ასაჯაროებს.
„გაცნობებთ, რომ 2025 წლის 17 დეკემბერს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია.
მისი უფლებამონაცვლეა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც აღნიშნული თარიღიდან განახორციელებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების ზედამხედველობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სოციალური ქსელები წყვეტს ფუნქციონირებას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს“, - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.