ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახელოვანი წინაპრების ხსოვნას პატივი მიაგეს 
27-02-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული აღზრდის მიზნით მრავალი აქტივობა იგეგმება.

22 თებერვალს, მოსწავლეებმა მოინახულეს სოფელ ლიხაურში დიდი ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი და კიდევ ერთხელ გაიხსენეს „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის“ ღვაწლი ქვეყნის წინაშე.

25 თებერვალს, კი სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს გამოეხმაურნენ. დილიდანვე დაეშვა საქართველოს ეროვნული დროშა. ისტორიის მასწავლებელმა ალექსანდრე ცინცაძემ და მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ქართველ იუნკრების, მათ შორის ჩოხატაურელი მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას, ისაუბრეს მარო მაყაშვილის, 19 წლის მოწყალების დის თავდადებაზე, წითელი არმიის შემოჭრასა და მის სავალალო შედეგებზე.

„თებერვალი უახლეს ისტორიაში საქართველოს გაზაფხული არ არის“,- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203