
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის აქტიურად გრძელდება სპორტული შეჯიბრებები.
ამჯერად, შიდასასკოლო საფრენბურთო შეჯიბრებაში ერთმანეთს მე-9 და მე-10, მე-7ა და მე-7 კლასების მოსწავლეები შეხვდნენ. თამაში მეტად საინტერესოდ წარიმართა.
მოსწავლეებმა იაქტიურეს და ფიზიკური შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილე ფოტოები: