დაბა მესტიის N3 სკოლის მოსწავლეები  ტესტებსა და ოლიმპიადებში აქტიური ჩართულობისა და გამორჩეული წარმატებებისთვის izrune.ge-მ დააჯილდოვა 
26-02-2026

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მათე კვანჭიანი, თომა კვანჭიანი და ლიზი მარგველანი izrune.ge-ს დიდი ოჯახის აქტიური და გამორჩეული წევრები არიან. 

მოსწავლეები izrune.ge -ს მამოტივირებელ, საგანმანათლებლო ტესტებს დიდი მონდომებით ასრულებენ. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ახლახან, მოსწავლეები izrune.ge-ს 2025 წლის შემოდგომის სეზონის ტესტებსა და ოლიმპიადებში აქტიური ჩართულობის, გამორჩეული წარმატებებისა და ბრწყინვალე შედეგების დასტურად დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში მხარდაჭერილია, მოსწავლეთა წარმატება ახარებთ. 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებე. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203