საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ თანამშრომლებს მარხვის ტიპიკონი გააცნო
26-02-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში​ მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა პედაგოგიური კოლექტივისა და თანამშრომლების სულიერ მხარდაჭერასა და ინფორმირებას. 

სკოლა-გიმნაზიის სამასწავლებლოში გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით - შეხვდა გიმნაზიის პედაგოგებს, დირექციის წევრებს და ტექნიკურ პერსონალს. მამა მირიანმა ისაუბრა მარხვის მნიშვნელობის შესახებ, თანამშრომლებს გააცნო მარხვის ტიპიკონი და ურთიერთშენდობისაკენ მოუწოდა შეკრებილ საზოგადოებას..

პედაგოგებსა და თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203