თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები ოკუპაციის მუზეუმს სტუმრობდნენ 
26-02-2026

თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მე-11 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საგანმანათლებლო ექსკურსია ოკუპაციის მუზეუმში, რომლის მიზანი იყო საქართველოს უახლესი ისტორიის გაცნობა და ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობის გააზრება.

ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ექსპოზიციები, გაეცნენ ოკუპაციის პერიოდთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ფაქტებს და მოისმინეს ინფორმაცია თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესახებ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული ვიზიტი ხელს უწყობს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას, ისტორიული პასუხისმგებლობის გააზრებასა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემის განმტკიცებას.

„ისტორიის ცოდნა გვაძლიერებს და გვიცავს მომავალში დაშვებული შეცდომების გამეორებისგან“,- დასძენენ სკოლაში და მოსწავლეებს პატიორტული სულისკვეთებით ზრდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203