ქობულეთის წმ.კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ბესარიონ გაბაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
26-02-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში. 

20 თებერვალს, ბესარიონ გაბაშვილის გარდაცვალებიდან 235 წლისთავთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილებაში გაიმართა ლიტერატურული საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ სასულიერო გიმნაზიის X კლასის მოსწავლეები - გოგა შაქარიშვილი, საბა გოგიტიძე და დათო დოლიძე.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ბესარიონ გაბაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, წაიკითხეს მისი ლექსები და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მისი მემკვიდრეობის მნიშვნელობას ქართული კულტურისთვის და პატივი მიაგეს პოეტის ხსოვნას.

„გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ჩართულობისა და პასუხისმგებლობისთვის. მათი მონდომება, პატივისცემა და სიყვარული ქართული სიტყვისადმი განსაკუთრებით დასაფასებელია და მაგალითია სხვა მოსწავლეებისთვისაც“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203