
არევ გაბრიელიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც პროფესისა და მოსწავლეთა სიყვარულით გამოირჩევა.
პროფესიის არჩევაზე სწორედ ბავშვებთან უერთიერთობის ბედნიერებამ იქონია გავლენა, დღეს კი მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას გულანთებული ემსახურება.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დილისკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი არევ გაბრიელიანი პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც ...
- არ იცის თუ რა არის პასუხისმგებლობა.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- როდესაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ცხოვრების წესებიც უნდა ასწავლონ.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- უნდა იცოდნენ თუ რამდენად არის მნიშვნელოვანი მეგობრობა ცხოვრების განმავლობაში.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- თემა არის საინტერესო და გასაგები.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...
- სწავლის უნარია.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა იმან, რომ ძალიან მიყვარს ბავშვები და ბავშვებთან მუშაობა.