
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, გაკვეთილი თემაზე - „გამორჩეული ადამიანის ცხოვრება“, რომელიც მიეძღვნა იმ გამორჩეული პიროვნებების გაცნობას მიეძღვნა, რომელთა იდეებმა, აღმოჩენებმა და ქმედებებმა მსოფლიოს განვითარებაზე მოახდინა გავლენა.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა შიტყვეს საკვანძო მომენტები მათი ბიოგრაფიიდან, აღმოაჩინეს თვისებები, რომლებიც ამ ადამიანებს წარმატების მიღწევაში დაეხმარა. გაკვეთილი მოსწავლეებს დაეხმარა დაენახათ, რომ წარმატების გზა ცნობისმოყვარეობით, შრომითა და საკუთარი თავის რწმენით იწყება.
სასწავლო პროცესს არმინე დანოიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: