
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მოზარდებს ისტორიისა და სახელოვანი წინაპრების პატივისცემას შთააგონებენ.
ახლახან, სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა.
ღონისძიება სახელწოდებით - „ექვთიმე ღვთის კაცი“ მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაზე საქართველოს წინაშე. აღნიშნეს, როგორ გადაარჩინა „ღვთის კაცმა“ ჩვენი ქვეყნის ფასდაუდებელი საგანძური.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ IX, X, XII კლასების მოსწავლეები.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნარი კუნჭულია და ლიანა რუსია.
იხილეთ ფოტოები: