პტენის საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ესეებისა და მხატვრული წერის კონკურსი გაიმართა 
26-02-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პტენის საჯარო სკოლაში ჩატარდა ესეებისა და მხატვრული წერის კონკურსი.

კონკურსს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიკო გვარამაძე. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი წარმოსახვით შეექმნათ ესეები და მოთხრობები თემაზე - „გმირი, რომელმაც მსოფლიო გადაარჩინა“ და საკუთარი ხედვა სიტყვით გადმოეცათ.

ღონისძიება გაიმართა მემორანდუმის ფარგლებში, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ სჯსუ-ს სტუდენტები - ასთხიკ კაროიანი, ლილით კარაპეტიანი და ნათია მშვიდობაძე. მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ორგანიზაციული მხარდაჭერის, ასევე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების თვალსაზრისით.

კონკურსმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ახალგაზრდები სიღრმისეულად აცნობიერებენ 25 თებერვლის ისტორიულ მნიშვნელობას და მზად არიან საკუთარი სიტყვით დაიცვან ეროვნული ღირებულება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203