„ჩემი პროფესიის არჩევაზე დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანის სურვილმა“- ალასტანის საჯარო სკოლის დირექტორი გაგიკ მკრტჩიანი
26-02-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლას დირექტორი გაგიკ მკრტჩიანი წარმატებით ხელმძღვანელობს. 

დირექტორის თქმით, სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ კრიტიკული აზროვნების განვითარების შესაძლებლობას და ამზადებდეს რეალური ცხოვრებისთვის. ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს. 

როგორც თავად ამბობს, პროფესიის არჩევანზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანის სურვილმა, დღეს კი ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს გულანთებული ემსახურება და ქვეყანას ღირსეულ თაობას უზრდის.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლას დირექტორი გაგიკ მკრტჩიანი პასუხობს.

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- მას ვაძლევთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარი ქმედებების შედეგებზე პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობას.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- მიზანმიმართული სწავლება, მხარდაჭერა, მოტივაცია და მისი შესაძლებლობების აღიარება.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობისა და ცხოვრებისეული უნარების განვითარებას.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- ხელს უწყობს პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას და სოციალურ-ემოციური უნარების
განვითარებას.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- სასწავლო პროცესი არის პრაქტიკული, მრავალფეროვანი და მოსწავლეზე ორიენტირებული.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

- არის დამოუკიდებელი აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- განათლების მნიშვნელობის გაცნობიერებამ და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანის სურვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203