
არეკნაზ დარბინიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მასწავლებელია, რომელიც მომავალი თაობის აღზრდა-განათლების საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. მისი თქმით პედაგოგი მოსწავლეებისთვის სამაგალითო უნდა იყოს და საკუთარი პროფესიონალიზმით ბავშვებს წარმატებისკენ უნდა უკვალავდეს გზას.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მასწავლებელი არეკნაზ დარბინიანი პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ჩვენც პასუხიმგებლობით ვეკიდებით ჩვენს საქმეს.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- კარგი მასწავლებელი, მშობელი და მეგობარი.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- სიყვარულს მეგობრებისადმი, პატივისცემას ყველას მიმართ.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- უმეგობროდ არაფერი არ არსებობს ამ ქვეყანაზე.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- ურთიერთპატივისცემაა, კეთილმოწყობლი გარემოა და მრავალფეროვანი რესურსებია
გამოყენებული.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...
- არის კოგნიტური, აკადემიური, პიროვნული და სოციალური.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ჩემმა ქართული ენის მასწავლებელმა, მისი რჩევით ავირჩიე ეს პროფესია.