
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა კულტურულ-საგანმანათლებლო აღზრდას.
22-23 თებერვალს, მე-7 და მე-10 კლასების მოსწავლეები სტუმრობდნენ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სადაც ნახეს სპექტაკლი „კუკარაჩა“ და ასევე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ერთობლივი ნამუშევარი - „ოჰ, ღმერთო!“.
მოსწავლეები მოიხიბლნენ მსახიობთა ოსტატობითა და ნანახის ღრმა შინაარსით.
ნანახით აღფრთოვანებული მოსწავლეები მომდევნო სპექტაკლზე დასასწრებად ემზადებიან.
იხილეთ ფოტოები: