იყალთოს საჯარო სკოლის IX-XI კლასების მოსწავლეებმა „ჯინსების თაობა“ განიხილეს 
26-02-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ანალიტიკური უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, პედაგოგ ევა ბოტკოველის ინიციატივით, გაიმართა „ჯინსების თაობის“ განხილვა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ IX-XI კლასების მოსწავლეები.

მოსწავლეებმა ისაუბრეს 1983 წლის მოვლენებზე, გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები და იმსჯელეს ისტორიული ფაქტების, თავისუფლების მნიშვნელობისა და პიროვნული პასუხისმგებლობის შესახებ.

„დღევანდელმა განხილვამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა არჩევანის ფასზე და იმაზე, თუ რამდენად რთულია თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა“,- აღნიშნავს პედაგოგი და დასძენს, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203