ალათუმანის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა ქართული ტრადიციული კერძების შესწავლის შემდეგ ხაჭაპური თავად გამოაცხვეს
26-02-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და აერთიანებს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ აქტივობებს, რას გაკვეთილებს მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოდ აქცევს. 

ახლახან, საგანის - ჩვენი საქართველოს ერთ-ერთი თემის - „საქართველოს ტრადიციული კერძები“ - შესწავლის შემდეგ, მასწავლებელმა ნანა კარაპეთიანმა მე-5 კლასის მოსწავლეებთან ერთად პრაქტიკული აქტივობა განახორციელა.

თეორიული მასალის გააზრების შემდეგ მოსწავლეებმა თავად მოამზადეს ქართული სუფრის ერთ-ერთი გამორჩეული სამბოლო - ხაჭაპური. პროცესი იყო შემოქმედებითი და შემეცნებითი.  

თროულად მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ქართული კულინარიული ტრადიციების შესხებ და პრაქტიკულადაც შეეხნენ ეროვნული კულტურას. მომზადებული ხაჭაბური სკოლის პედაგოგებმა დააგემოვნეს და მოსწავლეთა შრომა დადებითად შეაფასეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობა დაეხმარა მოსწავლეებს ქართული ტრადიციების უკეთ გაააზრებაში,  გუნდური მუშაობის უნარის განვითარებასა და ქართული კულტურისადმა ინტერესის გაღრმავებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203