საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ეპოქა​ გააცოცხლეს
26-02-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს წარსულისა და სახელოვანი წინაპრების პატივისცემას ასწავლიან და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ, რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად, არაერთი ღონისძიებითა თუ აქტივობით აღინიშნა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. 

VII კლასის მოსწავლეებმა მეფეთ-მეფის ხსენების დღის აღსანიშნავად საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მე-7 კლასელებს ისტორიას პედაგოგი თეა ხარაზიშვილი ასწავლის, კლასს კი პედაგოგი თეონა მოდებაძე ხელმძღვანელობს. 

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ დავით აღმაშენებლის სახელობის IV კლასის მოსწავლეები, რომელთა კლასის დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე გახლავთ. 

მოსწავლეებმა გააცოცხლეს დავით აღმაშენებლის ეპოქა: მისი რეფორმები და ბრძოლები. წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს გმირი მეფის უკვდავ სახელს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203