
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
ახლახან, სკოლაში წიგნის ჩუქებისა და სომეხი მწერლის ჰოვჰანეს თუმანიანის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მშობლიური ენის მასწავლებლის - რიტა ავეტისიანის ორგანიზებით, მაღალი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ხოტბა შეასხეს მის შემოქმედებას, შემდეგ კი ერთმანეთს წიგნები აჩუქეს და მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა.
იხილეთ ფოტოები: