
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობითა და აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, ივითარებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას.
XIა კლასის მოსწავლე ელენე ბერიძემ წარმატებით ჩააბარა კემბრიჯის C1 დონის ინგლისური ენის გამოცდა და აიღო შესაბამისი სერტიფიკატი.
მოსწავლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია ლევიძე გახლავთ.
სკოლაში ახარებთ მარიამის წარმატება და მოსწავლეს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საუკეთესო მარიამს“,- აღნიშნავენ სკოლაში.